გაყიდვების მენეჯერი

Add to favorites In favorites
Tourinvest Group, ბათუმში, ეძებს ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ბელვიუ რეზიდენს ბათუმსა (68 ნომერი) და სასტუმრო ბულვარ ბათუმში (21 ნომერი). ჩვენ სასტუმროებში მომხმარებლებს, ვთავაზობთ, საუკეთესო სერვისს, საუკეთესო პროდუქტს და ვუქმნით მათ დაუვიწყარ მოგონებებს. ჩვენი ამბიციების განსახორციელებლად გვესაჭიროება ახალი იდეები და მონდომება. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება მოიძიოთ, გაზარდოთ და შეინარჩუნოთ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლები. შექმნათ და შეასრულოთ გაყიდვების სტრატეგია. გახდი არაჩვეულებრივი გუნდის წევრი: შენი უნარები, ფანტაზიები, ამბიცია! ჩვენთან შენს პოტენციალს საზღვრებს არ უწესებენ და გაქვს უნიკალური შესაძლებლობა მოახდინო საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება. აქ გეძლევა განვითარების და სწავლის ამოუწურავი შესაძლებლობა გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში. ასევე, თქვენ ისარგებლებთ განსაკუთრებული ბენეფიტებით: • 50% ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის ნებისმიერ რესტორანში და სპა ცენტრში • ფასდაკლება რესტორან ასკანელში • ფასდაკლება ბათუმში გასართობ საბაგირო გზა „არგო“-ზე • ფასდაკლებები პარტნიორ კომპანიების სერვისებზე • ჯამრთელობის დაზღვევა • წლის განმავლობაში დამატებით 6 დასვენების დღე ძირითადი მოვალეობები: • გაყიდვების სტრატეგიის შექმნა და მისი განხორციელება • გაყიდვების საფასო პოლიტიკის შექმნა და მართვა • გაყიდვების არხების მართვა • სასტუმროს ბაზრის წილის გაზრდა • მომხმარებელის მოძიება და მართვა (კორპორატიული, სამთავრობო, ტურისტული სააგენტოები) • ინოვაციური შეთავაზებების შექმნა და გაყიდვა მოთხოვნის სტიმულირებისთვის • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა • ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვას: booking. com, expedia.com, hostels.com და სხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება • სასტუმროს გაყიდვების მიმართულებით ბათუმის ბაზარზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება • Microsoft Office პროგრამების ცოდნა • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა • facebook.com, booking. com, expedia.com, hostels.com და სხვა ცოდნა სამუშაო პირობები: • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით • საათები: 09:30 -დან 18:30 -საათამდე • ანაზღაურება: შეთანხმებით • საბონუსე სისტემა: შეთანხმებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@bellevuebatumi.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Contact

Publication date 04.02.2022