
"საქართველოს სალიზინგო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბიზნეს ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
— გუნდის მართვა, მენტორობა
— გუნდთან ერთად, შერჩეულ სექტორში, მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოება, სალიზინგო პორტფელის გაზრდა/მართვა;
— მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა და მათზე მორგებული პროდუქტის (აქტივი, ბრენდი) შეთავაზება (მნიშვნელოვანია კონკრეტულს სექტორის ცოდნა, მგ: სამშენებლო, გადაზიდვები)
— კლიენტების მოძიება, მათთან გრძელვადიანი, ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
— ლიზინგის პროექტების მომზადება, დამტკიცება და გაცემის პროცესის კოორდინირება;
სასურველი კანდიდატის პროფილი:
— ბიზნეს დაკრედიტებაში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია SME მიმართულებით.
— კარგად განვითარებული მომსახურების, გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების უნარი.
— ინტერესი სალიზინგო აქტივების მიმართ (სამშენებლო ტექნიკა, დანადგარები, ქარხნები, ავტომობილები, ა.შ.)
— ფინანსური უწყისების საბაზისო ცოდნა;
— ენების ცოდნა: ინგლისური / რუსული - კარგად
— განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული, ინტერესიანი და პოზიტიური.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2021 წლის 17 თებერვლისა. გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.