
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საკონსულტაციო ცენტრი "სახლი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
— პროექტის განხორციელების ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
— საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა;
— პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
— პროექტის გუნდის მართვა;
— პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ადმინისტრირება;
— დროის მენეჯმენტის გაწევა (პროექტის დედლაინების მონიტორინგი);
— პროექტის მსვლელობისას დროის და სამუშაოს შესრულების მონიტორინგი;
— პროექტთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
— პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
— პროექტებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
— პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— 2-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების განხორციელების სფეროში
— უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში;
— ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
— პრეზენტაბელურობა და კომუნიკაბელურობა;
— მოტივირებულობა;
— ორგანიზებულობა;
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
— გუნდში მუშაობის უნარი;
— დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
— მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი.
განაცხადის შემოტანის პროცესი:
აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
— რეზიუმე (СV);
— უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
— სამოტივაციო წერილი;
შერჩევის ეტაპები:
— მიღებული CV-ს და სამოტივაციო წერილის გადარჩევა;
— ინდივიდუალური გასაუბრება.
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 - 18:00
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: sakhli13@hotmail.com ა.წ. 25 თებერვლამდე. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "პროექტის მენეჯერი".