
საწარმო აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე კომერციული მიზნების და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე შესრულების კონტროლი;
— ბანკებთან ურთიერთობის კონტროლი;
— ფასების ანალიტიკისა და ოპტიმიზაციის პროცესების ხელმძღვანელობა;
— კომპანიაში არსებული პროცესების ზედამხედველობა;
— ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
— დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
— საბაჟო პროცედურების წარმოება;
— RS.ge-ზე გატარებული ოპერაციების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
— უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში ან ფინანსებში);
— დამატებითი საკვალიფიკაციო ტრენინგები (გაყიდვების, პროექტის მართვის, და საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე);
— გაყიდვების/შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
— უცხო (ინგლისური, რუსული) ენების ფლობა;
— საოფისე პროგრამების ფლობა;
— ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე ზრუნვა;
— ფინანსური დაგეგმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
— გუნდის მართვის უნარი;
— დელეგირების უნარი;
— დროის მართვის უნარი;
— დამაჯერებელი საუბრის მანერა; მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
— კომერციული აზროვნების უნარი
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი
სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი
ანაზღაურება: 2000 ლარი
კომპანიის შესახებ: კომპანია ახდენს პოლიეთილენის ბოთლების და პრეფორმების წარმოება-რეალიზებას
გთხოვთ CV მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancynp89@gmail.com