პრომო-მერჩენდაიზერი 400 lari

Add to favorites In favorites
შპს "ლიბო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას თბილისში პრომო-მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუდმივი თანამშრომლობისათვის. შპს "ლიბო გრუპ" ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 16 წელია ოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე. "ლიბო გრუპ" მრავალი ბრენდის სამომხმარებლო პროდუქციის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, მათ შორის კი უმსხვილესი ბრენდებია: Canbebe, Ave, Carroten, STR8, Shik, Melochi Zhizni, Pasta del Capitano… მოვალეობები: — პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება — პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა; — მომხმარებელთა აქტიური კომუნიკაცია, მათი მოზიდვა და დაინტერესება პროდუქციით; — პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი; — სასაწყობე ნაშთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და კონტროლი; — სარეკლამო მასალების სწორი განთავსება და კონტროლი; — კონკურენტული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, რეპორტინგი. — ობიექტზე შესრულებული სამუშაო დავალების რეპორტინგი მენეჯმენტთან. მოთხოვნები: — ასაკი 18-დან 40 წლამდე; — სამუშაო გამოცდილება იგივე სფეროში; — შრომისმოყვარე, აქტიური, კომუნიკაბელური, ენერგიული. მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსი დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sophog@yahoo.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

Contact

Publication date 03.02.2021