ფეხით მოსიარულე კურიერი

Add to favorites In favorites
შპს "რან დელივერი" აცხადებს ვაკანსიას ფეხით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, თბილისის მასშტაბით სადაც დადის მუნიციპალური ტრანსპორტი სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ სამუშაო დღეები: ორშაბათი - შაბათი ანაზღაურება: კანდიდატმა CV-სთან ერთად უნდა მიუთითოს სასურველი ანაზღაურება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — ჩაიბაროს ამანათები სიის მიხედვით; — ამანათის ადრესატთან მიტანამდე მოახდინოს კომუნიკაცია და შეათანხმოს ვიზიტი; — უზრუნველყოს პროდუქციის დაზიანების გარეშე დროული ტრანსპორტირება ოფისიდან ადრესატამდე და პირიქით; — უზრუნველყოს მიღება-ჩაბარებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის ჩაბარება; — მოახდინოს ინფორმაციის სრულყოფილად გაცვლა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის; — პასუხს აგებს კომპანიის ყველა მატერიალურ აქტივზე. აუცილებელი მოთხოვნები /თვისებები: — შეღავათიანი სამგზავრო ბარათის ქონა; — სმარტ ტელეფონის ქონა , რათა გამოიყენოს ნავიგაცია და რუკა; — გამართული ტელეფონის ქონა, რათა მოახერხოს სამუშაო დღის დასრულება კომუნიკაციის წყვეტის გარეშე; — ქალაქის უბნებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ცოდნა; — პასუხისმგებლიანი, დაკვირვებული, პუნქტუალური. პრიორიტეტად ჩაითვლება: — CV-სთან ერთად წერილობით დართული მცირე ზომის სამოტივაციო წერილი; — "ფოუერ ბანკის" მქონე კანდიდატი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rundelivery1@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. აუცილებლად მიუთითეთ სასურველი ანაზღაურება.

Contact

Publication date 07.02.2021