უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი 1500 lari

Add to favorites In favorites
აღწერილობა ბროკერიჯი“ აცხადებს განაცხადების მიღებას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ანაზღაურება 1500 l / თვეში მოვალეობები •მოვალეობები •გასაყიდი/გასაქირავებელი უძრავი ქონების ობიექტების მოძიება; მფლობელ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება. •ინფორმაციის დამუშავება, რეგისტრაცია კომპანიის მონაცემთა ბაზასა და წინასწარ განსაზღვრულ პორტალებზე. •უძრავი ქონების პოტენციური მომხმარებლის მოძიება; მათთვის მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა და პროდუქტის დეტალური გაცნობა/შეთავაზება. •დაინტერესებულ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა, მათთან ერთად ობიექტის დათვალიერება. •მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა და დასრულება. •საჭიროებისამებრ სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებთან მიმდინარე მოთხოვნა/მიწოდების შესახებ კომუნიკაციის დამყარება. •არსებულ და ახალ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება კომპანიის ფინანსური მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით. მოთხოვნები სამუშაო გამოცდილება გაყიდვების და ნებისმიერი კომუნიკაციების სფეროში რელევანტურ პოზიციაზე. განათლება: •ბაკალავრიატი ან სპეციალური განათლება საქმიანობასთან შესაბამის სფეროებში; •საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა; •ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე განიხილება მნიშვნელოვან უპირატესობად; პიროვნული უნარ-ჩვევები პიროვნული უნარ-ჩვევები •კეთილსინდისიერება, შრომისმოყვარეობა. •სხარტი აზროვნება/ქმედება და საქმის ბოლომდე კეთება. •ეფექტური მოლაპარაკების წარმოების, აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი. •თვითდისციპლინისა და ორგანიზების კარგი უნარი. •გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია. •პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. •დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. •შედეგზე ორიენტირება. პირობები •რას გთავაზობთ „ბროკერიჯი:“ •უწყვეტ პროფესიულ თეორიულ/პრაქტიკულ ქოუჩინგს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) საქმის სპეციფიკის სრულყოფილად დასაუფლებლად; •სრულ ჩართულობას კომპანიის ზრდის ეტაპზე, რა დროსაც განიხილება და დაფასდება თქვენი მოსაზრებები და ინიციატივები. •სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებს. •მოწესრიგებულ, სასიამოვნო და კოლექტიურ სამუშაო გარემოს. •Performance-ზე დაყრდნობით პროფესიული წინსვლის შესაძლებლობას. •ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; ალ.ყაზბეგის #47 (მეტრო დელისთან ახლოს); •სამუშაო გრაფიკი: სრული (საჭიროებისამებრ სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი); •კომპანიის სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-შაბათი: 11:00-19:00; კვირა დასვენება; •თანამშრომლის სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5დღე; 35 საათი; •ანაზღაურება: გამომუშავებით; საკომისიო თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან. მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი: 1500ლარი (შესაძლებელია ბევრად მეტის გამომუშავება. დამოკიდებულია კანდიდატის მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზე). •ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო დროს უზრუნველყოფს კომპანია. •განცხადებების ატვირთვის საფასურს უზრუნველყოფს კომპანია. •საჭიროებისამებრ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანისა და მძღოლის მომსახურება. •სასურველია საკუთარი ლეპტოპით მუშაობის შესაძლებლობა (პირადი მომხ-თა ბაზის დაცვის მიზნით)

Contact

Publication date 05.07.2022