სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.
ჩვენთან გელოდებათ:
— კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
— კომფორტული სამუშაო გარემო;
— ჯანმრთელობის დაზღვევა;
— და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
— პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
— სხვადასხვა სადისტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
— ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.
ძირითადი მოთხოვნები:
— მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა.
— სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის პოზიციაზე.
პიროვნული მახასიათებლები:
— სისხარტე;
— დეტალებზე ორიენტირებულობა;
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
— გუნდური მუშაობის უნარი;
— პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, "გლდანი მოლის" ფილიალი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე:
hr@pepela.ge 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!