მარკეტოლოგი

Add to favorites In favorites
"ზღაპრის" მაღაზიათა ქსელი ამ ეტაპზე 31 მაღაზიას აერთიანებს. ჩვენი ქსელი განვითარებაზე ორიენტირებული, ნიჭიერი ადამიანების საქმიანობის შედეგად აღწევს წარმატებას, სწორედ ამიტომ მზად ვართ ყოველთვის ჩვენს გუნდში მივიღოთ ნაკლები გამოცდილების, ფართო შესაძლებლობების მქონე ადამიანები იმისათვის რომ ვასწავლოთ და განნვითარდეთ მათთან ერთად. ჩვენ ამჯერად კიდევ ერთ ასეთ კადრს ვეძებთ მარკეტოლოგის პოზიციაზე. გთავაზობთ: მრავალფეროვან სამუშაო გამოცდილებას და სასიამოვნო გარემოს ჩვენს გუნდში. ჩვენ ვითხოვთ: — თქვენს თეორიულ ცოდნას მარკეტინგში (ბაკალავრის კურსდამთავრებული აუცილებელია) — ინგლისური და რუსული ენების ფლობას. — ოფის პროგრამების და ფოტო დამუშავების ტექნიკის ცოდნას. — გამართულ წერით და ზეპირი გადმოცემის უნარს. აუცილებელია გქონდეთ შემდეგი პიროვნული მახასითებლები: — გამართული მეტყველება. — სხარტი აზროვნება. — კრეატიულობა. — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. შესასრულებელი სამუშაო: — მომხმარებლის წლიური გამოკითხვის დაგეგმვა. — მისტიური მომხმარებლის საქმიანობის წარმართვა მაღაზიებში და შედეგების ანალიზი/ წარდგენა. — ღია კომუნიკაციის ქონა მომხმარებლებთან. — სოციალური მედიის მართვაში აქტიური ჩართულობა. — დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა/ ორგანიზება შედეგების პერიოდული წარდგენა ხელმძღვანელი პირებისათვის. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ვაზისუბანი შანდორ პეტეფის 39 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 ჩათვლით და შაბათი 10:00-14:00 ჩათვლით. ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ იმეილ მისამართზე hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2021 წლის 8 მარტისა. მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარკეტოლოგი". კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს ტესტირებას და ზეპირ გასაუბრებას. გისურვებთ წარმატებას!

Contact

E-mail
Publication date 08.02.2021