კრედიტ-ოფიცერი, ქოლცენტრი ბონუსი lari

Add to favorites In favorites
ვადაგადაცილებული სესხების დეპარტამენტში ცხადდება ვაკანსია ქოლ-ცენტრის კრედიტ-ოფიცრის პოზიციაზე. აღნიშნული კომპანია არსებულ მსხვილ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებს ემსახურება და ასრულებს შუამავლის როლს დებიტორებსა და საფინანსო ორგანიზაციებს შორის, მართავს პრობლემურ აქტივებს და სთავაზობს სრულ იურიდიულ მომსახურებას. აქტიურად ეწევა სასარჩელო/სააღსრულებლო საქმიანობას. იცავს დამკვეთის ინტერესებს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან. სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 18:00 სთ-მდე; ორშაბათიდან პარასკევის ცათვლით და შაბათს 10:00 დან 14:00 მდე. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი არ გახლავთ, არის ბონუსური (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამატებითი წამახალისებელი ბონუსები). აუცილებელი უნარები: — ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; — მოლაპარაკების წარმოების უნარი; — სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია; — პრინციპულობა; — გუნდური მუშაობის უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი. სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება. შერჩეული კადრები გაივლიან გასაუბრებას, რათა უკეთ გაეცნონ პირობებს და შესასრულებელ სამუშაოს. მომდევნო ეტაპი გულისხმობს სტაჟირებას, რომელიც გრძელდება 3-5 დღე. სტაჟირების პერიოდში დეტალურად ეცნობით სამუშაო რესურსს, ნახულობთ სამუშაო გარემოსა და შესასრულებელ სამუშაოს. ორივე მხარის დადებითად განწყობის შემთხვევაში ვდებთ შრომით ხელშეკრულებას და ვიწყებთ თანამშრომლობას. თუ სურვილი გაქვთ მიიღოთ ახალი გამოცდილება, დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: problemassets71@gmail.com

Contact

Phone 511310503
Publication date 16.06.2022