ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი 600 lari

Add to favorites In favorites
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ თბილისში. სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, კვირაში 6 დღე ანაზღაურება: 600 ლარი სამუშაო ადგილი: ცენტრალური საწყობი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კილომეტრი (საქალაქო სასამართლოს უკან). ძირითადი ფუნქციები: — შესამოწმებელი პროდუქციის გადმოტვირთვაში მონაწილეობის მიღება; — პროდუქციის ხარისხის შემოწმების პროცესში ჩართულობა; — პროდუქციის შემოწმების შემდეგ შესაბამის პუნქტამდე გადატანის უზრუნველყოფა; — ხარისხის კონტროლის მენეჯერის დახმარება სხვადასხვა სამუშაო პროცესებში. ვაკანსიის მოთხოვნები: — დეტალებზე ორიენტირებული — პუნქტუალური — პასუხისმგებლიანი — კეთილსინდისიერი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 თებერვალი, 2021 წელი. მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ"-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Contact

Publication date 04.02.2021