
ვეძებთ თანამშრომელს ინტერიერის დიზაინის სფეროში.
კომპანია "არქიდეა" მომხმარებელს სთავაზობს დიზაინერული ავეჯის, სანათების, აქსესუარების შერჩევის და შესყიდვის მომსახურებას.
იგი ოპერირებს ბაზარზე ორ შოურმს:
— იტალიური ბრენდის "პოლიფორმ"-ის მონობრენდის შოურუმი.
— შერეული ბრენდების პროდუქცია (Flos, Foscarini, Artemide, Nemo, Cesare, Gubi, Hay, Ferm living, Meridiani, PIanca, Tacchini და ა. შ)
მოვალეობები:
— შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა
— კოსულტაციის გაწევა, სხვადასხვა მასალების გამოყენებით.
— ნახაზების მომზადება.
— შეეძლოს მუშაობა კლიენტებთან, კომუნიკაცია საქმის მწარმოებელთან.
— ურთიერთობა კომპანიის პარტნიორ დიზაინერ-არქიტექტორებთან
— კონტაქტი მომწოდებლებთან და შეკვეთების მონიტორინგი.
— პრეზენტაციების მომზადება
მოთხოვნები:
— სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა (ArchiCAD ან AutoCAD, Adobe Photoshop, Adobe InDesign)
— საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE)
— ენები:რუსული ინგლისური (სასურველია იტალიური, არ არის სავალდებულო)
— სასურველია გამოცდილება ჰქონდეს ამ სფეროში
პიროვნული თვისებები:
— კომუნიკაბელური
— პასუხისმგებლიანი
— პუნქტუალური
— დეტალებზე ორიენტირებული
— გუნდური მუშაობის უნარი
— პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khutsishvili.nia@archideagroup.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი.