შპს ,,ერ ჯეი თი’’ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე ძირითადად დისტანციურ და არასრული სამუშაო გრაფიკით.
კომპანია ახორციელებს უსაფრთხოების სისტემების რეალიზაციასა და მომსახურებას, შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურეობას და ასევე, მზის სისტემების განათებასა და სხვა დაცვის პროდუქციის გაყიდვა მომსახურების გაწევას.
ძირითადი მოთხოვნები:
— პოტენციურ კლიენტებთან კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ტელეფონით შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება;
— გაყიდვების შეთავაზების მომზადება და განთავსება სოციალურ ქსელში;
—სოციალური ქსელის მართვა გაყიდვების მიმართულებით;
განათლება და გამოცდილება:
— აუცილებელია საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც);
— აუცილებელია ქართული ენის ცოდნა;
— ინფორმაციის ეფექტურად გადაცემისა და მოლაპარაკების უნარი;
— კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office (Word, Excel, Outlook);
— გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:
— ანაზღაურება გაყიდვებიდან გამომდინარე გამომუშავებული, პროცენტების მიხედვით (გამოსაცდელი ვადის შემთხვევაში ფიქსირებული ანაზღაურების გარეშე);
— სამუშაო გრაფიკი: არასრული (მორგებული, თუმცა აუცილებელია სამუშაო საათებში მოხდეს გარკვეული შეთავაზებების განხორციელება);
— სამუშაო ლოკაცია: ონლაინ (გამონაკლის შემთხვევისა და საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა შეხვედრა კლიენტებთან, სასურველია ცხოვრობდეს თბილისში ან თბილისთან ახლოს);
— სასურველია მდედრობითი სქესის;
— უფასო სასაუბრო და ლიმიტირებული ინტერნეტით უზრუნველყოფა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
safetygeorgian@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ,,გაყიდვების თანამშრომლი’’
დასაქმება შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის (მათთვის არ იქნება სავალდებულო ადგილზე ვიზიტები).
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიის ბოლო ვადა: 14/08/2022 წელი
გისურვებთ წარმატებას!