ღამის მორიგე ექიმი ლაბორანტი 100 lari

Add to favorites In favorites
ლაბორატორია "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ" აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი სამედიცინო განათლება, — სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ლაბორატორიული მედიცინა". ძირითადი ფუნქციები: — გამოსაკვლევი მასალის აღება დამუშავება, დამუშავებული მასალის დეზინფექცია და განადგურება გაწერილი პროტოკოლის მიხედვით; — გამოსაკვლევი მასალის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მომზადება. — ლაბორატორიული კვლევის პროცესის სწორი წარმართვა - იდენტიფიკაცია, ცენტრიფუგირება, სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების ნაცხების დამზადება (გაწერილი პროტოკოლის მიხედვით); — კვლევის შედეგების რეგისტრაცია ლაბორატორიის ჟურნალში. პიროვნული თვისებები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; — ენერგიული; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; — დეტალებზე ორიენტირებული. — გაწონასწორებული, მშვიდი — გამართული წერითი და ვერბალური უნარები; — ეფექტური კომუნიკაციის უნარი; — აკურატულობა, ორგანიზებულობა; — დეტალებზე ორიენტირება. უნარ-ჩვევები: — დროის მართვის უნარი; — ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; — შედეგზე ორიენტირებული. სამუშაო განაკვეთი: ღამის მორიგე ანაზღაურება: მორიგეობა 50-100 ლარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: medicalworlddiagnostic@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Contact

Publication date 04.02.2021