ლაბორატორია "მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ" აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი სამედიცინო განათლება,
— სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ლაბორატორიული მედიცინა".
ძირითადი ფუნქციები:
— გამოსაკვლევი მასალის აღება დამუშავება, დამუშავებული მასალის დეზინფექცია და განადგურება გაწერილი პროტოკოლის მიხედვით;
— გამოსაკვლევი მასალის ლაბორატორიული გამოკვლევისათვის მომზადება.
— ლაბორატორიული კვლევის პროცესის სწორი წარმართვა - იდენტიფიკაცია, ცენტრიფუგირება, სისხლის და სხვა ბიოლოგიური სითხეების ნაცხების დამზადება (გაწერილი პროტოკოლის მიხედვით);
— კვლევის შედეგების რეგისტრაცია ლაბორატორიის ჟურნალში.
პიროვნული თვისებები:
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
— ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
— ენერგიული;
— სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
— დეტალებზე ორიენტირებული.
— გაწონასწორებული, მშვიდი
— გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
— ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
— აკურატულობა, ორგანიზებულობა;
— დეტალებზე ორიენტირება.
უნარ-ჩვევები:
— დროის მართვის უნარი;
— ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
— შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო განაკვეთი: ღამის მორიგე
ანაზღაურება: მორიგეობა 50-100 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
medicalworlddiagnostic@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.