ვაკანსია პიარ-კომუნიკაციის ასისტენტის პოზოციაზე

Add to favorites In favorites
დამსაქმებელი:ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონი ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის- ქსენონი.ქალაქის პირველი მრავალპროფილური საავადმყოფო. - გაიხსნა 1912 წელს. დაწესებულება 108 წელია უწყვეტად ფუნქციონირებს და უზრუნველყოფს პაციენტების საჭიროებებზე მორგებულ მაღალი ხარისხის ამბულატორიულ და სტაციონარულ სერვისს. მისამართი:ქ.ქუთაისი ახალგაზრდობის გამზირი#21 მოთხოვნები: • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სპეციალობის განხრით; (დამამთავრებელი კურსის სტუდენტები); • პიარის/კომუნიკაციის ასისტენტის/ჟურნალისტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; • სოციალური მედია/ვებგვერდების მართვა; • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Illustrator/adobe Photoshop; • კომპიუტერული საოფისე პროგრამების word/exel/power point, ელექტრონული ფოსტით სარგებლობა; • ინტერვიუს ჩაწერის, ფოტო თუ ვიდეო გადაღების ტექნიკის ფლობა და ინტერნეტით სარგებლობა; • კრეატიულობა, საინტერესო, ინოვაციური თემების და რუბრიკების მოფიქრება,ფაქტების ობიექტურად შეფასების და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: • გუნდური მუშაობა; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • მოლაპარაკებების წარმოება; • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი; • ენერგიულობა და ოპერატიულობა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: • დაწესებულების საქმიანობის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა სამიზნე აუდიტორიასთან; • დაწესებულების მიმდინარე სიახლეების გაშუქება; • დაწესებულების სერვისების პოპულარიზაცია/პაციენტების მოზიდვა; • თემატური ინფორმაციის მოძიება/დამუშავება, მასალების მომზადება (ინფოგრაფიკა,სტატია,ვიდეორგოლი)სოციალური ქსელებისთვის, ვებ.გვერდისთვის; • მასმედიის წარმომადგენლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება,სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან თანამშრომლობა. ანაზღაურება: გასაუბრების საფუძველზე ურთიერთშეთანხმებით. დაინტერესებულ პირების გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr.qsenoni@gmail.com-არაუგვიანეს 2021წლის 15მაისისა.

Contact

Publication date 04.05.2021