
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახლად გახსნილი კომპანიის (სტართ-აპის) საქმიანობაში, ამდენად, კომპანია "Simple Steps"-ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— სოციალური მედიის მართვა
— ქოფირაითინგი
— კრეატიულ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
— უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
— რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)
— აუცილებელია ეფექტური წერითი კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული თვისებები:
— ენერგიულობა
— მოტივირებულობა
— პუნქტუალურობა
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
— რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
— კრეატიულობა და სწრაფი ანალიზის უნარი.
სამუშაო პირობები:
— სამუშაო ადგილი: თბილისი
— სამუშაო განრიგი: 10:00-18:00 სთ (5 სამუშაო დღე).
— ანაზღაურება საწყის ეტაპზე: 700 ლარი (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2 თვეში, ანაზღაურება იზრდება).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: 99simplesteps@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!