ონლაინ მაღაზია "mag.ge" გუნდის ახალ წევრს ეძებს!
პოზიცია: ინტერნეტ მაღაზიის ადმინისტრაციული ასისტენტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 სთ-ის ჩათვლით, (კვირაში 2 დღე დასვენება - არჩევით), შაბათი 10:00-14:00 სთ (აუცილებელი სამუშაო დღე).
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი.
ანაზღაურება: 250 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
— მომხმარებელთა ინფორმირება საიტზე განთავსებული პროდუქციის შესახებ;
— შეკვეთების მიღება, მომზადება-გადამისამართება შესაბამის საკურიერო სერვისზე;
— მიღებული შეკვეთების კონტროლი, აღრიცხვა, რაპორტის მომზადება;
— პროდუქციის მარაგების კონტროლი;
— ვებსაიტზე ახალი პროდუქციის განთავსება (დამატებითი ანაზღაურებით ;))
— მომხმარებელთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
— FB გვერდის ნაწილობრივ მართვა-კონტროლი, სიახლეების განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
— საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
— ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
— ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
— ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური).
საჭირო უნარ-ჩვევები:
— აუცილებელია გამართული მეტყველება;
— კარგი კომუნიკაციის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
— გუნდური მუშაობის, კლიენტების დარწმუნების და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი.
— კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს კარგი დიქციითა და ემოციური მდგრადობით;
— ბეჭდვის მაღალი სიჩქარე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@mag.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ვებსაიტის ადმინისტრაციული ასისტენტი".
Working remotely is possible
Remote work means working from home or other convenient place for the employee.