მენეჯერი დაზღვევაში

Add to favorites In favorites
City: Batumi
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში. სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის - "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს. პასუხისმგებლობები: ** დაზღვეულთა დეტალური კონსულტირება; ** კლიენტების არსებული მოთხოვნებისა და პასუხების რეგისტრაცია და პროგრამული ასახვა; ** დაზღვეულთა საბუთების მიღება, რეგისტრაცია და დაზღვეულთათვის გადაწყვეტილებების გაცნობა; ** სადაზღვევო ანაზღაურებაზე დელეგირების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება და თანხის გაცემა. ** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნები: ** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის ფაკულტეტს); ** უპირატესობად ჩაითვლება ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში; ** უპირატესობად ჩაითვლება სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში; ** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); ** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დაზღვეულთა მომსახურების მენეჯერი - ბათუმი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტესტირებისა და გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.

Contact

E-mail
Publication date 18.02.2020