
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახლად გახსნილი კომპანიის (სტარტ-აპის) საქმიანობაში, ამდენად კომპანია "Simple Steps"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/მარკეტინგის გუნდის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
— საქმიანი კორესპონდენციის წარმოება
— ზარების მიღება და გადამისამართება
— შეხვედრების ორგანიზება
— გადასახადების კონტროლი
— კომპანიისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება (ბაზრის კვლევა)
— კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებელთან კომუნიკაცია
მარკეტინგის გუნდთან ერთად აქტიური მუშაობა (კომპანიის ცნობადობის გაზრდის, იდეების გენერირების კუთხით)
— სოციალური მედია არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი
— უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
— უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად
— საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
— რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
— ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პიროვნული თვისებები:
— ენერგიულობა
— მოტივირებულობა
— პუნქტუალურობა
— პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
— რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
— კრეატიულობა და სწრაფი ანალიზის უნარი
სამუშაო პირობები:
— სამუშაო ადგილი - თბილისი
— სამუშაო განრიგი - 10:00-18:00 სთ (5 სამუშაო დღე)
— ანაზღაურება: საწყისს ეტაპზე 750 ლარი (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 თვე, ანაზღაურება იზრდება მინიმუმ 20% ის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია საბონუსე პროგრამა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simplestepssolutions049@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!