Administration and management - Jobs list

Find Jobs
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
კომპანია "ჰელიო" აცხადებს ვაკანსიას 1C მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში. ძირითადი ფუნქციები: — რეალიზებული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვა, ზედნადების ფორმირება, სალარო აპარატის მართვა; — მომხმარებელთან კომუნიკაცია; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — 1C-სთან მუშაობის გამოცდილება სასურველია — MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: — კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს — სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნონ მისამართზე: tamarihelio@gmail.com და ელ. ფოსტის სათაურში (subject) მიუთითონ "მოლარე-ოპერატორი - თბილისი".
03.02.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ახლად გახსნილი კომპანიის (სტარტ-აპის) საქმიანობაში, ამდენად კომპანია "Simple Steps"-ი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის/მარკეტინგის გუნდის ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — საქმიანი კორესპონდენციის წარმოება — ზარების მიღება და გადამისამართება — შეხვედრების ორგანიზება — გადასახადების კონტროლი — კომპანიისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება (ბაზრის კვლევა) — კომპანიის სოციალურ პლატფორმებზე მომხმარებელთან კომუნიკაცია მარკეტინგის გუნდთან ერთად აქტიური მუშაობა (კომპანიის ცნობადობის გაზრდის, იდეების გენერირების კუთხით) — სოციალური მედია არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი — უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად — საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა — რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე — ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი პიროვნული თვისებები: — ენერგიულობა — მოტივირებულობა — პუნქტუალურობა — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი — კრეატიულობა და სწრაფი ანალიზის უნარი სამუშაო პირობები: — სამუშაო ადგილი - თბილისი — სამუშაო განრიგი - 10:00-18:00 სთ (5 სამუშაო დღე) — ანაზღაურება: საწყისს ეტაპზე 750 ლარი (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 თვე, ანაზღაურება იზრდება მინიმუმ 20% ის ოდენობით, ასევე გათვალისწინებულია საბონუსე პროგრამა) დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simplestepssolutions049@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
27.01.2021 Respond to the job
Company logo 25.01.2021
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
უძრავი ქონების კომპანია "Brokeri.ge" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, სრულ განაკვეთზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — ინგლისური ენის ცოდნა; — სოც. მედიის ცოდნა; პიროვნული თვისებები: — პრეზენტაბელურობა; — კომუნიკაბელურობა; — აქტიურობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — პუნქტუალურობა; — მუშაობის მოტივაცია; — დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი; — ასაკი:23-დან 35 წლამდე; ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: brokeri.ge2@gmail.com, ფოტოსურათის გარეშე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
25.01.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo 15.01.2021
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ახლად გახსნილი კომპანია (სტარტ-აპი) "Simple Steps Solutions" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — საქმიანი კორესპოდენციის წარმოება — კომპანიაში შემოსული ზარების მიღება და გადამისამართება — შეხვედრების ორგანიზება (ამ მიზნით სათათბირო ოთახის მომზადება საკანცელარიო ნივთებით) — კომპანიის აღჭურვა საჭირო საკანცელარიო ნივთებით — უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად — საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა — რუსული და ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე პიროვნული თვისებები: — ენერგიულობა — მოტივირებულობა — პუნქტუალურობა — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარი — კრეატიულობა და სწრაფი ანალიზის უნარი სამუშაო პირობები: — სამუშაო ადგილი - თბილისი — სამუშაო განრიგი - მცოცავი — ანაზღაურება: საწყისს ეტაპზე - 750 ლარი (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2 თვეში, ანაზღაურება იზრდება) დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: simplestepssolutions049@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
15.01.2021 Respond to the job
Tbilisi Quick preview
Company logo 11.01.2021
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ვარკეთილი 3, მე-2 მიკროში ახლად გახსნილ "უნივერსამის" ფრენჩაიზში გვესაჭიროება მენეჯერი. მოთხოვნები: — აუცილებელი პირობა არის სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე! — პროგრამა 1C-ის ცოდნა! — საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 შაბათი: 09:00-14:00 ანაზღაურება: 700 ლარიდან განათლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. გთხოვთ, CV გამოგზავნოთ ელფოსტით: giorgi.buachidze86@gmail.com
11.01.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ესთეტიკური ცენტრი "La`Tuka Esthetics" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — კლიენტებისთვის მაღალ ხარისხიანი მომსახურების გაწევა — ესთეტიკურ ცენტრში არსებული პროდუქციის და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და კლიენტებისთვის აქტიურად შეთავაზება. — გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა — პაციენტების ჩაწერების კოორდინაცია და ორგანიზება. — ადმინისტრაციული ზარების შესრულება — სოც. ქსელის მართვა — სალაროსთან მუშაობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონე) — გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი. უნარ-ჩვევები: — გამართული მეტყველების უნარი — ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; — ეფექტური კომუნიკაციისა და და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; — სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. — კრეატიულობა და აქტიურობა. სამუშაო გრაფიკი: 10:00-22:00 სთ. (დღეგამოშვებით) ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი. პანდემიის პირობებში სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:30 სთ. (დღეგამოშვებით) დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV, აუცილებლად სურათით (სურათის გარეშე CV არ განიხილება), შემდეგ მისამართზე: info@latuka.ge გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
10.01.2021
Contacts:
E-mail:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ქუთაისის ან თბილისის სათავო ოფისი. განაკვეთი: სრული "კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 329 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ჰყავს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100 000-ზე მეტ მომხმარებელს. "კრისტალი" გთავაზობთ: — პიროვნულ და პროფესიულ ზრდას — მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს ძირითადი მოვალეობები: — კომპანიაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და პროგრამების მონიტორინგი. — პროგრამის ავტორებთან და შესაბამის მომწოდებელთან კოორდინირებული მუშაობა — სისტემების ახალი ვერსიებისა და ცვლილებების ტესტირება და დანერგვა — სისტემების გამართული მუშაობისა და შეფერხებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გაანალიზება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება — სხვადასხვა ჯგუფებისათვის ბიზნეს აპლიკაციებში წვდომის დონის განსაზღვრა — საშტატო გადაადგილებასთან დაკავშირებული პროგრამული ცვლილებების განხორციელება — პაროლების ცვლილება, განბლოკვა — თანამშრომლების კონსულტაცია პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე — შემოსული ზარებისა და წერილების დამუშავება, შესაბამისი რეაგირება — ბეჭდვით ფორმების დამატება/ცვლილებების შეტანა — ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით — მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება — საბანკო პროგრამა ALTA-ში და შესაბამისად საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა — საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)  — ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: — ანალიტიკური აზროვნების უნარი — სტრესული სიტუაციების მუშაობის უნარი — ეფექტური კომუნიკაციის უნარი — კრეატიულობა, ინოვაციურობა — პასუხისმგებლიანობა და შრომისმოყვარეობა — ორგანიზებულობა — კოლეგიალურობა, გუნდურობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 18 იანვრამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე, ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
04.01.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
ბათუმში, ავტო ნაწილების მაღაზიასა და სერვისში გვესაჭიროება ადმინისტრაციის თანამშრომელი. აუცილებელი პირობებია: კომპიუტერის ცოდნა, საოფისე პროგრამების (Word, Excel) კარგი ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება ამავე სფეროში გამოცდილების მქონეს ან ეკონომიკური და იურიდიული განათლების მქონე პირებს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 965663
04.01.2021
Contacts:
Phone: 599 965663
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: — ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა. — კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა/შესრულება/ანალიზი. — თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, პირადი საქმეების მოწესრიგება, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა. — თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება, დაგეგმვა, განხორციელება, შესაბამისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა/ შესრულება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა. — სამუშაო აღწერილობების ოპტიმიზაცია, ახალი პოზიციების ფუნქციებისა და მიზნების განსაზღვრა, თანამშრომელთა გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობა. — თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა, ინდივიდუალური და ჯგუფური მიდგომების შემუშავება და სიახლეების ინიცირება. — დეპარტამენტების მიზნების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტრუქტურის მოდიფიკაცია. — თანამშრომელთა სამუშაო განრიგის შეფასება, დასწრება/გაცდენების მონიტორინგი. — ხელფასების მომზადების პროცესის სრული მართვა. — ტრენინგების ან/და პროფესიული გადამზადებების საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/შესრულება და ეფექტიანობის გაზომვა. — დასაქმების, სადაზღვევო, მონიტორინგის და სხვა საჭირო მომსახურების კომპანიებთან და სამსახურებთან ურთიერთობა. — თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაო ხარისხის მეთვალყურეობა და შეფასება. — უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი. მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით). — საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა. — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. — ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით მინ 3 წლიანი გამოცდილება. — აუცილებელია მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. — დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე. — პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი. — კრეატიულობა, გამართული კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი. — შედეგზე ორიენტირებულობა. სამუშაო ადგილი: თბილისი. გრაფიკი: სრული დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr-1@chita.ge
29.12.2020
Contacts:
E-mail:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა; — მომხმარებლისთვის დეტალური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; — საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება; — ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა; — თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება; — ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი); — ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: — ორგანიზებულობა; — სტრესული სიტუაციების მართვის უნარი; — მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; — დისციპლინირებულობა, გაწონასწორებულობა; — კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: — სამუშაო განაკვეთი: 24 სთ, სამ დღეში ერთხელ — ანაზღაურება: 750 ლარი (ხელზე ასაღები) დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
24.12.2020
Contacts:
E-mail:
Respond to the job

Users

Do you want to post your resume here? Create your profile
1