Legal Jobs - Jobs list

Find Jobs
პრობლემური აქტივების მართვის სამსახური:
მოვალეობები: • მსესხებლებთან აქტიური სატელეფონო კავშირი, • მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით. • პორტფელის მუდმივი მონიტორინგი. მოთხოვნები: • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; • საოფისე პროგრამების ცოდნა; • კომუნიკაბელურობა • გუნდური მუშაობის უნარი • პასუხისმგებლობიოს მაღლი გრძნობა სამუშაო საათები: 10 დან 6 მდე შაბათ-კვირას დასვენება ანაზღაურება ბონუსი + პრემია დაინტერესებული პირები დამიკავშირდით 568600677
10.11.2021
Contacts:
Phone: 568600677
Respond to the job
შპს NEWLINE
შპს NEWLINE (ს.კ. 248435180 მის: აკ.შანიძის 1 ჩიხი N4ა (ყოფილი დაბა ხელვაჩაური წერეთელის 8)), რომლის საქმიანობის სფეროა ავეჯის, საღებავების და ლითონნაკეთობათა წარმოება, აცხადებს ვაკანსიას, იურისტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: იურიდიული, მაგისტრი პიროვნული თვისებები: • კომუნიკაბელური • შრომისმოყვარე • ორგანიზებული • შეეძლოს პრობლემის იდენტიფიცერება და გადაწყვეტის გზების მოძებნა უნდა იცოდეს: კანონშემოქმედების პროცესი, სამართალწარმოება, სამოქალაქო კოდექსი, კანონი მეწარმეთა შესახებ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული პროცესები. უნდა შეეძლოს: მოლაპარაკების წარმოება, ნორმატიული დოკუმენტის შედგენა, გამართული წერა და მეტყველება, საოფისე პროგრამების გამოყენება, ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით საქმეების მართვა, საქმის მიმდინარეობის კალენდარული გეგმის შედგენა. მოვალეობები: • შიდა უზრუნველყოფა • გარე უზრუნველყოფა ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე niulaini@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
18.10.2021
Contacts:
Phone: 577414701
Respond to the job
პრობლემური აქტივების მართვის სამსახური:
ვაკანსია: პრობლემური სესხის ექსპერტი ( ქოლცენტრის თანამშრომელი) მოვალეობები: • პორტფელში არსებულ მსესხებლების მოძიება და დამუშავება; • მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კავშირი, მოლაპარაკებების წარმართვა, ვალდებულების გადახდის ან ვალდებულების გადანაწილების მიზნით. • პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების გზების ძიება; • პორტფელის მუდმივი მონიტორინგი. მოთხოვნები: • მსგავს სფეროში, პრობლემური აქტივების მართვაში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება სასურველია • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; • საოფისე პროგრამების ცოდნა; • კომუნიკაბელურობა • გუნდური მუშაობის უნარი • სტრესულ და აქტიურ გარემოში მუშაობის უნარი სამუშაო საათები: 10 დან 6 მდე შაბათ-კვირას დასვენება ანაზღაურება ფიქსირებული+ბონუსი გამოგზავნეთ რეზიუმი
22.09.2021
Contacts:
Phone: 568600677
Respond to the job
მარშალი
სადვოკატო ბიუროს ესაჭიროება ადვოკატის თანაშემწე
03.09.2021
Contacts:
Phone: 599426677
Respond to the job
Company logo იურიდიული კომპანია გეთო ფროჯექთი
ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება; სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება; თანამშრომლებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შენახვა/განახლება. სასამართლოში წარმომადგენლობა. პიროვნული მოთხოვნები: ყურადღებიანი და მობილიზებული პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Ltdgetoproject@gmail.com
03.08.2021
Contacts:
Phone: 577547577
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს სამოქალაქო ადმინისტრაციული მიმართულების ადვოკატის პოზიციაზე, საიას აჭარის ფილიალში. საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში, მათ შორის აჭარაში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით. პოზიციის დასახელება - სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო ადგილი - საიას აჭარის ფილიალი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე ანაზღაურება 1422 ლარი (დარიცხული) ჩვენ გთავაზობთ: — სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს; — ჯანმრთელობის დაზღვევას; — საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას; — ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს; ადვოკატის ძირითადი ფუნქციებია: — პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა; — საია-ს იურიდიული დახმარების კრიტერიუმების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება; — მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში; — ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; — სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; — პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების — შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება; — კანონპროექტებზე დასკვნების მომზადების პროცესში ჩართულობა; — სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი იურიდიული განათლება; — ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით; — სასურველია საადვოკატო საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; — სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. უნარ-ჩვევები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; — ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი; — მაღალი შრომის დისციპლინა; — შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი; ეტაპები: — პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა; — მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას; — მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიყევით შემდეგ ლინკს. საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება! საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გაგრძელდება კონტრაქტი განსაზღვრული ვადით. ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 30 აპრილი, 18:00 საათი საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე - anitabidze@gyla.ge
20.04.2021
Contacts:
Respond to the job
Tbilisi Quick preview
Company logo 19.04.2021
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
შპს "დი+" (ბრენდული სახელწოდებით DIGITAL TV) აცხადებს იურისტის ასისტენტის ვაკანსიას. DIGITAL TV არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს. სამუშაო ადგილი: თბილისი გამოსაცდელი ვადა: 4 თვე (გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ანაზღაურება შეადგენს 300 ლარს) ხელფასი: 400 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება (მათ შორის ინგლისურ ენაზე); — კომპანიაში არსებული ყველა სახის იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და სათანადო რეესტრის წარმოება; — სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს III კურსიდან; — საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა; — კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; — ინგლისური ენის ცოდნა; პიროვნული თვისებები: — შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — ანალიტიკური აზროვნება; — დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი. — დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: hr@digitaltv.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იურისტის ასისტენტი; განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 აპრილი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
19.04.2021
Contacts:
E-mail:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს პროექტის ასისტენტის პოზიციაზე. საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის. ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით. სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე ანაზღაურება: 1200-1500 ლარი პროგრამის ასისტენტი იმუშავებს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, რომლის პრიორიტეტებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა და საჯარო ფინანსები. ჩვენ გთავაზობთ: — სწავლას, განვითარებას, კარიერულ და პროფესიულ წინსვლას; — მეგობრულ სამუშაო გარემოს; — ჯანმრთელობის დაზღვევას; — საპენსიო ფონდის 2%-ის ანაზღაურებას; — ყოველი კვირის პარასკევს 4 საათიან სამუშაო დღეს; — 36 საათიან სამუშაო კვირას (შესვენების 1 საათი ითვლება სამუშაო დროში). ძირითადი ფუნქციები: — პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის დირექტორის ტექნიკური მხარდაჭერა; — პროგრამის დირექტორთან და პროექტების კოორდინატორებთან მჭიდრო კოორდინაციით პროექტთან/პროგრამასთან დაკავშირებული კამპანიების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციების, აქციების, ფორუმების, მრგვალი მაგიდების და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; — პროექტული ანგარიშების მომზადება; — პროგრამის/პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ხელშეკრულების, მიღება ჩაბარების აქტების და ფინანსური დოკუმენტების მომზადება; — პროექტის/პროგრამის ფარგლებში ლოჯისტიკური საკითხების მოგვარება; — პროგრამის საჭიროებიდან გამომდინარე, რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან, თანამშრომლობა და კოორდინაცია; — პროგრამის დირექტორის მითითებით სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით (გამონაკლის შემთხვევებში საია განიხილავს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა განაცხადებსაც); — პროგრამის პრიორიტეტულ სფეროებში არსებული სფეროების ინტერესი; — ინგლისურის ენის სრულყოფილად ცოდნა. უნარ-ჩვევები: — სამუშაოს ორგანიზების უნარი; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი; — მაღალი შრომის დისციპლინა; — სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; — შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი. კონკურსის ეტაპები: — პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა; — მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე. კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით შემდეგ ლინკს საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება! საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. დასაქმებულის სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების და კანდიდატის აღნიშნულ პოზიციასთან შესაბამისობის საფუძველზე. ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 16 აპრილი, 18:00 საათი. საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge
09.04.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo 06.04.2021
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას: უფროსი იურისტი სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო. სამუშაო დრო: სრული განაკვეთი შრომის ანაზღაურება: 1 თვე გამოსაცდელი ვადა 1000 ლარი (ხელზე), 1 თვის შემდეგ 1500 ლარი (ხელზე) ძირითადი მოვალეობები: — ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება; — კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა; — სასამართლო წარმომადგენლობა — კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან. — კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, აქციონერთა კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. — ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმისწარმოება — ფიზიკური პირების ადვოკატირება სასამართლოში — სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: — ასაკი: 25-დან 35 წლამდე — უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით) — იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი (სავალდებულოა) — კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა) — საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო სამართლის სპეციალობით (სავალდებულოა) — უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი კვალიფიკაცია ბავშვთა უფლებების დარგში. — რუსული ან ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (წერილობითი/ზეპირი) (სავალდებულოა) — მართვის მოწმობა (სასურველია) დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: zarnadzeg@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
06.04.2021
Contacts:
Respond to the job
Company logo სოციალური ქსელები ბოტი
სადისტრიბუციო კომპანია - შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში. შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.diplomatholding.com.ge საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი იურიდიული განათლება. — სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა — კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები. — საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა — აუცილებელია რუსული ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება რუსულენოვან კადრს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა — იურიდიული კონსულტაციის გაწევა — ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. — სასამართლო პრაქტიკის მოძიება — უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. აუცილებელი უნარები: — ეფექტური კომუნიკაციის უნარი — პასუხისმგებლობის გრძნობა — ორგანიზებული და ყურადღებიანი დეტალების მიმართ — პუნქტუალური, შრომისმოყვარე — სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით 3X4, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27 იანვარი, 2021 წ. გისურვებთ წარმატებებს!
24.01.2021
Contacts:
Respond to the job

Users

Do you want to post your resume here? Create your profile
Company logo 04.05.2020
1