ტენდერი ვებ-გვერდის შესაქმნელად

Add to favorites In favorites
City: Tbilisi
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) აცხადებს ტენდერს ვებ-გვერდის შესაქმნელად. ვებ-გვერდი უნდა წარმოადგენდეს ინტერაქტიულ ბაზას, რომელზეც პერიოდულად განახლდება ინფორმაცია ISFED-ის მიერ სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული გზავნილების გამავრცელებელი Facebook გვერდების შესახებ. ვებ-გვერდს უნდა ჰქონდეს თანამედროვე, მარტივი და ეფექტური ფუნქციონალი და დახვეწილი, დინამიური ძიების ფუნქცია, რათა მომხმარებელმა შეძლოს მაქსიმალურად მარტივად და მოკლე დროში მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა Facebook გვერდის შესახებ. ამასთან, ვებგვერდი მომხმარებელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას ISFED-ს მიაწოდოს Facebook გვერდები, რომლებიც, მათი აზრით, შესაძლოა ჩართული იყონ დისკრედიტაციულ ან დეზინფორმაციულ კამპანიებში. ვებ-გვერდის ფუნქციები/მახასიათებლები: ** თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი; ** ხელმისაწვდომი 2 ენაზე - ქართულად და ინგლისურად; ** სხვადასხვა რეზოლუციის მონიტორებსა და მოწყობილობებზე მორგებული დიზაინი (responsive design); ** მოქნილი სამართავი სივრცე - admin panel; ** დინამიური ძიების fixed ბლოკი; ** კატეგორიები და მათი მართვის შესაძლებლობა; ** Tag-ების სისტემა და მათი მართვის შესაძლებლობა; ** მონაცემთა გაფილტრვის ფუნქცია; ** სოციალურ ქსელებთან ინტეგრაცია; ** ახალი მონაცემების დამატებისა და დადასტურების ფუნქცია; ** მონაცემების მართვის მოდული, უკვე არსებული მონაცემების მიგრაცია ვებ-გვერდზე; ** Scrolling-ის დროს მონაცემების ავტომატიზებული ჩატვირთვის (loading) ფუნქცია. ვებ-გვერდის ჩაბარების სავარაუდო თარიღია 15 მარტი. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია შესაბამისი გამოცდილების მქონე კომპანიებს, ფიზიკურს პირს ან პირთა ჯგუფს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ** შემოთავაზება სამუშაოს სავარაუდო ხანგრძლივობისა და ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით; ** შექმნილი ვებ-საიტების პორტფოლიო; ** საკონტაქტო ინფორმაცია. სატენდერო განაცხადები მიიღება ელ-ფოსტით მისამართზე: hr@isfed.ge არაუგვიანეს 11 თებერვლისა. 3-დან 11 თებერვლის ჩათვლით, სამუშაო საათებში (10:00-18:00), განაცხადების წარმოდგენა ასევე შესაძლებელია დალუქული კონვერტის სახით, "სამართლიანი არჩევნების" ოფისში, მისამართზე: ონიაშვილის ქ. 37, თბილისი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: info@isfed.ge

Contact

E-mail
Publication date 03.02.2020