IT მენეჯერი

Add to favorites In favorites
კომპანია პროგრამატიკ.ჯი აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე პროგრამატიკ.ჯი ციფრული რეკლამის ავტომატური შესყიდვისა და გაყიდვის პლატფორმაა, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან დაიწყებს ოპერირებას. ამ ეტაპზე კომპანიის გუნდის დაკომპლექტება მიმდინარეობს, რომელიც როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს უნდა მოემსახუროს. გამოცხადებული ვაკანსია შეეხება მენეჯერს, რომელმაც უნდა მართოს კომპანიის შიგნით მიმდინარე ყველა საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროცესი. ფუნქცია-მოვალეობები: 1. წინასწარ შერჩეული ადგილობრივი პარტნიორების (ქართული ვებ-გვერდები) ტექნიკური მონაცემებისა და შესაძლებლობების შესწავლა/დახარისხება; 2. ჩვენი საერთაშორისო (პროგრამატიკის პროვაიდერი კომპანია) და ადგილობრივი პარტნიორების (ქართული ვებ-გვერდები) ტექნიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის შედეგად, მათ რესურსებზე პროგრამატიკის სისტემის გამართვა; 3. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი პარტნიორების (ქართული ვებ-გვერდები) ტექნიკური მხარდაჭერა პროგრამატიკთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში; 4. კომპანიაში (პროგრამატიკ.ჯი) მიმდინარე საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროცესების დაგეგვმა და აღსრულება; 5. კომპანიაში (პროგრამატიკ.ჯი) მომუშავე რეკლამის მენეჯერების ტექნიკური მხარდაჭერა / პროგრამატიკის პროვაიდერი კომპანიის მიერ მოწოდებული სოფტის ტექნიკური მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე; 6. კომპანიაში (პროგრამატიკ.ჯი) მიმდინარე პროცესების ავტომატიზაცია - ადგილობრივი პარტნიორებისგან მიღებული მონაცემების ფილტრაცია/დახარისხება, სხვადასხვა ფორმატში წარმოჩენა და ა.შ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 1. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 2. ინგლისური ენის ცოდნა intermediate/upper intermediate დონეზე (ძირითადად წერილობითი) 3. ციფრულ რეკლამასთან დაკავშირებულ სოფტთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 4. HTML/Java/XMLთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 5. APIსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 6. Prebid.jsსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო გრაფიკი: სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი; სამუშაოს დაწყების სავარაუდო თარიღი: 5-10 თებერვალი; ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებისა და ინდივიდუალურად შეთანხმებადი პირობების შესაბამისად; დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) კომპანიის ელ.ფოსტაზე - info@programmatic.ge

Contact

Phone 577659601
Publication date 12.01.2022