საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე. დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ "ეისითის" მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრები.
ACT საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.
პროფესიონალთა გუნდი ACT-ის ყველაზე ღირებული აქტივია. ACT კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს "ეისითიში" 100-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8.
მონაცემთა მეცნიერი ჩაერთვება ჩვენი კლიენტებისთვის ინიცირებულ პროექტებში, სადაც მოუწევთ დიდი მოცულობისა და მრავალფეროვანი შინაარსის ტრანზაქციულ / ქცევით მონაცემებთან მუშაობა. კანდიდატებმა უნდა შეძლონ სტატისტიკური / მანქანური სწავლების მეთოდებით მომხმარებელზე ორიენტირებული ანალიტიკის წარმოება. ვეძებთ ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანს, ვისაც აქვს მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე მუშაობის გარკვეული გამოცდილება და სურს ახალი ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოცდა.
ძირითადი მოვალეობები:
— დიდი მოცულობის მონაცემებზე მანიპულაცია
— დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი
— საპროგნოზო ანალიტიკა და მოდელირება (მათ შორის: Churn, CLV და სხვა)
— მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის Pipeline-ის აწყობა
— მონაცემთა სეგმენტაცია, კლასტერიზაცია და რეგრესული ანალიზი
— პერსონალური შეთავაზებების მოდელის აწყობა და მისი ინტეგრაცია კლიენტის მხარეს არსებულ სისტემებთან
— მონაცემთა ვიზუალიზაცია შესაბამისი პლატფორმების გამოყენებით.
განათლება, გამოცდილება და საბაზისო ცოდნები:
— ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სტატისტიკის, კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, მონაცემთა მეცნიერების ან რომელიმე მონათესავე ტექნიკურ დისციპლინაში.
— 2+ წლიანი გამოცდილება მონაცემთა მეცნიერის/ანალიტიკოსის პოზიციაზე
— SQL-ში მუშაობისა და ზოგადად მონაცემთა ბაზების არქიტექტურის აწყობის გამოცდილება
— მონაცემთა ვიზუალიზაციის / BI პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება. მაგ: PowerBI, Tableau, Qlick და ა.შ.
— Python-ის მაღალ დონეზე ცოდნა. R-ის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად
— მანქანური სწავლების მეთოდებით მუშაობის გამოცდილება
— ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
— საკომუნიკაციო რუსული ენის ცოდნა
— ეჯაილ პროცესების, პრინციპებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ზოგადი უნარები და პიროვნული მახასიათებლები:
— დეტალებზე ორიენტირებულობა
— განვითარებაზე ორიენტაცია და ახალი ტექნოლოგიების ათვისების მუდმივი სურვილი
— პასუხისმგებლობის მაღალი დონე
— გუნდური მუშაობა
— კრეატიული, ანალიტიკური და პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული
— დროის ეფექტიანი მართვის უნარი
— პროაქტიური და ინოვაციების ინიცირების უნარი.
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hr@act-global.com 2021 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. წერილის საგანში მიუთითეთ შემდეგი ტექსტი: "მონაცემთა მეცნიერი".