კომპანია "K.Call" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე (დღის და ღამის ცვლა).
"K.Call" არის პირველი 24/7 აუთსორსინგული ქოლ ცენტრი საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ნებისმიერი ზომისა და ტიპის კომპანიასთან.
ჩვენი მომსახურება ხორციელდება დისტანციურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კომპანია ჩვენივე ოფისიდან მართავს სხვა კომპანიების ქოლ ცენტრს.
სამუშაო პირობები:
— სამუშაო ადგილი: თბილისი
— ანაზღაურება: ფიქსირებული 400-550 ლარი (დამოკიდებულია ცვლების რაოდენობასა და უცხო ენების ცოდნაზე)
მოვალეობები:
— პარტნიორი კომპანიების არსებული პროდუქტის/მომსახურების შესწავლა
— შემოსული ზარების მიღება და კომპეტენტური პასუხის გაცემა
— ინფორმაციის მიწოდება/დაზუსტების მიზნით გამავალი ზარების განხორციელება
— სოც. ქსელებში შემომავალ შეტყობინება/კომენტარებზე პასუხის გაცემა
— CRM პროგრამაში ყველა კლიენტის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის ჩანიშვნა
— პოტენციურ/აქტიურ მომხმარებელთა კვალიფიციური კონსულტაცია, პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შეთავაზება და პოპულარიცაზია
— აქტიურ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მათი კმაყოფილების დონის დადგენა და მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— ენები: აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური (სასაუბრო დონეზე ცოდნა)
— საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
— გუნდური მუშაობა
— დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველება და კომუნიკაბელურობა
— მოლაპარაკების ეფექტურად მართვა
— პასუხისმგებლობის გრძნობა
— ორგანიზებულობა
— განვითარებაზე ორიენტირებულობა
— დროის ეფექტური მართვის უნარი
— სწრაფი ადაპტაციის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მისამართზე:
hr@kcall.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!