
სს "თბილისი ცენტრალი" აცხადებს ვაკანსიას - სტაჟირება ფინანსურ განყოფილებაში, ანაზღაურების გარეშე, შემდეგი დასაქმების პერსპექტივით.
მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
— ბუღალტრული კურსების -სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
— საბუღალტრო პროგრამის FMG-ის ცოდნა;
— საოფისე პროგრამების, Excel და Word-ის ცოდნა;
— საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
— ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
— ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
— ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება;
— სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.
პიროვნული მახასიათებლები:
— მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
— მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
— ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
— შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
— ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
— გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაწყვეტისა და კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: info@tbilisicentral.ge და ელფოსტის დანიშნულებაში მიუთითეთ: "სტაჟირება ფინანსურ დეპარტამენტში".
ვაკანსიების მიღების ბოლო ვადაა 24 თებერვალი.