მთავარი ბუღალტერი 2500 lari

Add to favorites In favorites
"ნუტრიმაქსი" წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის ბაზარზე. კომპანიის მისიაა ფერმერულ მეურნეობათა განვითარება და მათ წარმატებაზე ზრუნვა ხარისხიანი პროდუქციის, თანამედროვე ცოდნის მიწოდებისა და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით. კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე: აუცილებელი მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით. — საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ფლობა. — ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. — საოფისე პროგრამების ცოდნა. — ინგლისური ენის ფლობა. — მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. სასურველია: — ERP სისტემაში მუშაობის ან ERP სისტემის დანერგვის გამოცდილება. — ACCA ან მსგავსი კვალიფიკაციის ფლობა. — წარმოების სფეროში გამოცდილება. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: — სხვადასხვა ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება. — ფასების დადგენისთვის საჭირო გაანგარიშებების ყოველთვიური მომზადება და კომიტეტის ორგანიზება. — პროდუქციის მარჟების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება. — მარაგების ბრუნვის ანალიზი, რეგულარული ინვენტარიზაციების ორგანიზება და ჩატარება. — IFRS SME და შიდა აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი. — ყოველწლიური ფინანსური და საგადასახადო აუდიტის პროექტების განხორციელება, შედეგების ინტერპრეტაცია. — დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება და პრობლემურ დებიტორებთან დაკავშირებით იურისტთან კომუნიკაცია. — ბუღალტრული აღრიცხვის დროულობისა და სისწორის უზრუნველყოფა. — ძირითადი საშუალებების მიღება, ცვეთა, გასვლის ოპერაციების სისტემატიზაცია და შემოწმება. — საგადასახადო აღრიცხვის წარმოება და რისკების კონტროლი. — ყოველთვიური დეკლარაციების სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება და უზუსტობის არსებობის შემთხვევაში აღმოფხვრა. — დოკუმენტების ფორმის, ვადების, ხელმოწერების და სხვა რეკვიზიტების სისწორის შერჩევითი შემოწმება. — სალაროს ოპერაციებისა და დადგენილი მინიმალური ნაშთების კონტროლი. — ERP სისტემის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ახალი მოდულების დამატებისას სისტემის ტესტირების ორგანიზება. — შვილობილი კომპანიების (არსებობის შემთხვევაში) აღრიცხვის მონიტორინგი. — ხარჯების ანალიზი და ბიუჯეტთან შესაბამისობის კონტროლი. — სხვა შიდა კონტროლის პროცედურების განხორციელებას, სხვა და სხვა რისკების შემცირება/აღმოფხვრასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: — დეტალებზე ორიენტირებულობა; — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; — ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; — გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი; დამატებითი დეტალები: სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა; სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი; 09:30 - 17:30; სახელფასო განაკვეთი: 2000 - 2500 ლარი; დამატებითი სარგებელი: კვება, დაზღვევა, ტრანსპორტირება (უახლოესი მეტროსადგურიდან). დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".

Contact

Publication date 05.02.2021