
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანია "ჯითექსი" 14 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, Englis Home, matalan.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
— საბუღალტრო გატარებები იარპი (ERP) სისტემაში;
— ადგილობრივ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შედარებები, შესაბამისი აქტების მომზადება;
— მონაცემების დამუშავება ექსელში;
— ექსპორტის დოკუმენტაციის დამუშავვება, იარპი პროგრამაში ასახვა, ფაილინგი;
— საბანკო გადარიცხვების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:
— საერთაშორისო სტანდარტისა და საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
— აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
— აუცილებელი ექსელის პროგრამის საფუძვლიანი ცოდნა;
— აუცილებელია მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
— სასურველი ინგლისური ენის ცოდნა.
პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
— დეტალებზე ორიენტირებული;
— ყურადღებიანი და ორგანიზებული;
— ანალიტიკურად მოაზროვნე;
— გუნდური მუშაობის უნარი;
— კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები.
მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:
— ერთმანეთის მხარდაჭერა;
— ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
— სიახლეებისადმი ღიაობა;
— ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;ს
— მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
— მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.
დეტალები ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00 სთ);
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 90;
ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული)
ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "accountant".
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15.02.2021 წ.
წარმატებებს გისურვებთ!