ლაბორანტი 400 lari

Add to favorites In favorites
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს მედიცინის ფაკულტეტზე ლაბორანტის ვაკანსიას. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, სარაჯიშვილის ქ.17 სამუშაო საათები: ნახევარი განაკვეთი (სამი დღე - 09:00-15:00 / შემდეგი სამი დღე 15:00-21:00) სამუშაო ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები) სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი ადგილების რაოდენობა: 1 ძირითადი მოვალეობები: — სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან თანამშრომლობით განახორციელოს პრაქტიკული სწავლება; — კურსის შესაბამისად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს შესაბამისი ტექნიკური, სიმულაციური და სახარჯი მასალებით ლაბორატორიის აღჭურვა; — მოამზადოს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული თემატიკის შესაბამისი სიმულაციური აღჭურვილობა/ინვენტარი/მასალები; — აწარმოოს ლაბორატორიაში არსებული ინვენტარის, მასალების აღრიცხვა, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სახელზე მოამზადოს წერილობითი მიმართვა სახარჯი მასალის შეძენის მიზნით; — შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად მონაწილეობა მიიღოს გამოსაყენებლად უვარგისი ტექნიკის/მასალის/ინვენტარის ჩამოწერა/განადგურების პროცესში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; — ლაბორატორიაში სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოს უსაფრთხოების ნორმების დაცვით გამოყენებული მასალის შენახვა/ლიკვიდაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა ან/და მედიცინის მიმართულებით; — მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; — განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; — MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT -ძალიან კარგი); — ინგლისური ენა -A2 (მეტყველება, წერა). დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი.

Contact

E-mail
Publication date 19.04.2021