კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

Add to favorites In favorites
ცნობილი ბრენდის ონლაინ მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: — სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ კითხვებზე პასუხი — შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი — ონლაინ მაღაზიის კონტენტთან მუშაობა — მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: — უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით(ბიზნესი, მარკეტინგი) — საოფისე პროგრამების ცოდნა — ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა — სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — თვითმოტივაცია — გამართული მეტყველების უნარი — დეტალებზე ორიენტირებულობა და თვითორგანიზების უნარი — სტრესული სიტუაციებთან დამოუკიდებლად გამკლავების უნარი სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: — სამუშაო ადგილი: თბილისი. ბელიაშვილის ქ. — სტანდარტული სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე კვირაში. — ანაზღაურება კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. — გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი) დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV და ფეისბუქ გვერდის მისამართი 6 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: sales@philips.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გისურვებთ წარმატებას!

Contact

Publication date 07.02.2021