ახალი ქართული კაფე-რესტორანი აღმაშენებლის გამზირზე, რომელიც იხსნება 2021 წლის თებერვალში, აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილია: თბილისი, ჩუღურეთი, აღმაშენებლის გამზ. #107
ძირითადი მოვალეობები:
• დაქვემდებარებული ობიექტის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
• პერსონალის მართვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება, სამუშო გრაფიკების შედგენა;
• პერსონალის გამოცხადების, შრომის გადახდის ხარჯების აღრიცხვა/კონტროლი;
• მარაგებისა და ნაშთების კონტროლი, პროდუქციის გეგმიური ინვენტარიზაცია, სალაროს კონტროლი;
• ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვა;
• პროდუქციის პროგრამულად მიღება/აღრიცხვა;
• სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
• გეგმის შესრულებაზე პერსონალის მოტივირება და კონტროლი;
• მენეჯმენტთან რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება;
• ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი და 20-ზე მეტი ადამიანის მართვის გამოცდილება;
• ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
• სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
• დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
• გუნდური მუშობის უნარი;
• ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancies.rest@gmail.com; ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “რესტორნის მენეჯერი“.