მზარეული 700 lari

Add to favorites In favorites
კომპანია "ვიტამინი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: — მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; — ევროპული სამზარეულოს ცოდნა; — მარაგების კონტროლისა და მართვის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: — მენიუს (რეცეპტების) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; — რეცეპტურის დაცვით კერძების მომზადება, ვიზუალური და გემოვნური თვისებების უზრუნველყოფა; — პროდუქტის ხარისხის, ვარგისიანობის და სასაწყობე რაოდენობის კონტროლი; — სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა. აუცილებელი უნარჩვევები: — პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; — დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; — გუნდური მუშაობის უნარი; — სისუფთავის მოყვარული; — ორგანიზებულობა; — პუნქტუალურობა; — შრომისმოყვარეობა. სამუშაო პირობები: — სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე-საბურთალო; — სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; — სამუშაო საათები: 07:00-11:00; — ანაზღაურება: 700 ლარი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე VitaminiStore@gmail.com 2021 წლის 22 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Contact

Publication date 22.04.2021