კომპანია "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას საბაზრო გაყიდვების ზედამხედველის პოზიციაზე, თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
სამუშაო დროის დასაწყისი: 04:00.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
— აგრარულ ბაზარ "დეზეტირში" არსებული საბითუმო გაყიდვების პუნქტიდან (საბითუმო საწყობი) ყოველდღიურად პროდუქციის რეალიზაცია, რაც მოიცავს უშუალოდ ბოსტნეულით ვაჭრობას.
— საბითუმო ბაზარში ვაჭრობის დაწყებამდე (დილის 04:00 საათი) ბაზრის ფასების მონიტორინგი, კონკურენტების ფასების შესწავლა და იმდღევანდელი გაყიდვების სტრატეგიის დასახვა.
— ფიზიკურად ბოსტნეულის მყიდველებისათვის გადატვირთვა და მიწონვა, დამხმარე პერსონალთან ერთად.
— ბოსტნეულის საწარმოდან მიღება, ფიზიკურად მონაწილეობა მიღების პროცესში.
— საბითუმო გაყიდვების პუნქტის პერსონალის საქმიანობის წარმართვა.
— კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის საუკეთესო ფასით გაყიდვა.
— კლიენტთა ბაზის წარმოება.
— იურიდიული და ბუღალტრული საკითხების უზრუნველყოფის კონტროლი კლიენტებთან (სასაქონლო ზედნადები, ხელშეკრულება, სალაროს ჩეკი და ა.შ.).
— შემოსული თანხების კონტროლი.
— ბაზრის ყოველდღიური მონიტორინგი და აღრიცხვა, ინფორმაციის ზემდგომისთვის მიწოდება.
— აგრარულ ბაზარში შესყიდვების პროცესში ჩართულობა, რაც მოიცავს საბითუმოდ საჭირო პროდუქციის საუკეთესო პირობებით შესყიდვას.
— პასუხისმგებლობა გაყიდვების პუნქტში არსებულ ინვენტარზე, პროდუქტზე, შემოსულ და გასულ თანხებზე.
— სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში მენეჯერის დამატებითი დავალებების შესრულება.
— პასუხისმგებელია სამუშაო ადგილზე იცავდეს შრომის უსაფრთხოების წესებს და პროცედურებს.
საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
— საშუალო განათლება; პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
— გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სასურველია გამოცდილება საკვები პროდუქტების ვაჭრობის სფეროში.
— დოკუმენტ-ბრუნვის წარმოების უნარი.
— პუნქტუალობა, დეტალებზე ორიენტაციის უნარი, ოპერატიულობა და ორგანიზებულობა.
— მოლაპარაკებების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე:
hr@gah.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "საბაზრო გაყიდვების ზედამხედველი".