კომპანია "OneSoft" აცხადებს ვაკანსიას კომერციულ დეპარტამენტში, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია OneSoft წარმოადგენს 1C ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი 1C ERP სისტემების ხელმისაწვდომის ზრდა და ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.
დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: www.1soft.ge
ძირითადი მოვალეობები:
— კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
— პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
— პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
— კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
— პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება
— კლიენტებისათვის კორპორატიული შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა
— გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
— პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
— კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
— სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
— შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება.
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით - ჩაითვლება უპირატესობად,
— გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
— უცხო ენების ცოდნა (რუსული - აუცილებელია, ინგლისური - ჩაითვლება უპირატესობად)
სამუშაო პირობები
— ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გამრეკელის 2, "აქსისის ბიზნეს ცენტრი" (ამ ეტაპისთვის, კომპანია მუშაობს დისტანციურად)
— სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
— ანაზღაურება: პირველი სამი თვე - ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე CV ელ-ფოსტაზე:
info@1soft.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!