კომპანია "ბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ: http://www.begroup.ge | https://www.facebook.com/Begroup.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
— მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მისი მუდმივი განახლება.
— პოტენციური მომხმარებლებისათვის შეთავაზებების მომზადება, შეხვედრის ჩანიშნვა და პრეზენტირება.
— გაყიდვის პროცესის სრული მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის რეპორტის მომზადება.
— დამკვეთებთან გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია.
— კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე, ყოველდღიურ პროცესებში გუნდთან ერთად ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
— სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში.
— მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
— ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
— MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ ხარ ორგანიზებული, დეტალებს დიდ ყურადღებას უთმობ, ხარ პრეზენტაბელური და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი შენი ძლიერი მხარეა, მაშინ ზუსტად შენ გეძებთ. აქ დაგხვდება გუნდი, რომელიც იზრუნებს რომ შენი უნარები პრაქტიკაში მეტად გამოიყენო და გახდე უფრო წარმატებული შენს სფეროში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაოს ტიპი: საოფისე
ანაზღაურება: 400-600 ლარი ფიქსირებული (+ ძალიან ეფექტური საბონუსე სისტემა).
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე:
info@begroup.ge ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში.